ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დამასკოში
ირანის საკონსულოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს,
მაგრამ აცხადებს, რომ თავდახსხმაზე ასევე პასუხისმგებელია შეერთებული
შტატებიც, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს.
ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ
ინციდენტის განსახილველად შვეიცარიის საქმეთა დროებითი რწმუნებული
დაიბარა, იმის გათვალისწინებით, რომ ირანში აშშ-ის ინტერესებს
შვეიცარია წარმოადგენს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი
გაესვა თავდასხმაში აშშ-ის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას.
„ამერიკის ადმინისტრაციას, როგორც სიონისტური რეჟიმის
მხარდამჭერს, მნიშვნელოვანი გზავნილი გადაეცა. შეერთებულმა შტატებმა
პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა ჰოსეინ
ამირ-აბდოლაჰიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო
დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ სარაკეტო
დარტყმის შედეგად 7 მისი წევრი დაიღუპა, მათ შორის მეთაური, გენერალი
მოჰამედ რეზა ზაჰედი.