უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად 107 მებრძოლი დაიბრუნა
უკრაინამ ტყვეების გაცვლის შედეგად 107 მებრძოლი დაიბრუნა, რომელთაგან 74, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, „აზოვსტალის მცველია“. ერმაკის თქმით, გათავისუფლებული ტყვეებიდან ბევრი მძიმედაა დაჭრილი:

„ჩვენ შევძელით მარიუპოლში მძიმედ დაჭრილი მებრძოლების დაბრუნება. ბიჭებს ჭრილობები აქვთ კიდურებზე, რამდენიმე მათგანს კი კიდურები აქვთ მოკვეთილი, ზოგს დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე მათგანი სახის ნახევარს ვერ გრძნობს“,
– წერს ერმაკი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს
თქმით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე რუსული ტყვეობიდან უკრაინამ 1 000 მოქალაქეზე მეტი დაიბრუნა. ტყვეების წინა გაცვლის დროს, რომელიც 29 ოქტომბერს შედგა, უკრაინამ 52 მებრძოლი დაიბრუნა.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები