ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში, უამინდობის გამო, Precision Air-ის
კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 26 ადამიანი საავადმყოფოშია
გადაყვანილი.
ოფიციალური პირების თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
როგორც პოლიციამ განაცხადა, თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა,
იქამდე, ვიდრე ის ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუკობაში
დაეშვებოდა.
"წვიმდა და თვითმფრინავი წყალში ჩავარდა. ყველაფერი კონტროლის
ქვეშაა", - განუცხადა რეგიონული პოლიციის მეთაურმა
ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მაშველებმა "უამრავი ადამიანის გადარჩენა შეძლეს".
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რეისზე 39 მგზავრი, ორი
პილოტი და ორი სტიუარდესა იმყოფებოდა.