ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი, დიდი ალბათობით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის გაფართოებას ვერ შეძლებს
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლი გააფართოოს.

უწყების დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ მიზნად ისახავს კონტროლის გაფართოებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქებზე, რუსი სამხედრო დამგეგმავები კი, სავარაუდოდ, პრიორიტეტულად დონეცკის სიღრმეში წინსვლას მიიჩნევენ.

ამასთან უწყების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სტრატეგიამ მიზნებს მიაღწიოს.

„რუსი
სამხედროები, დიდი ალბათობით, ამჟამად ვერ შეძლებენ ეფექტური დამრტყმელი ძალის შექმნას, რომელსაც შეუძლია ამ ტერიტორიების აღება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებმა, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპერატიულად მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიონ“,
- აღნიშნულია ანგარიშში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები