მარნეულის N1 ბაღი მუშაობას, სავარაუდოდ, საახალწლო არდადეგების შემდეგ განაახლებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის N1 ბაღი მუშაობას, სავარაუდოდ, საახალწლო არდადეგების შემდეგ განაახლებს. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, სააღმზრდელო დაწესებულება გასახსნელად ბოლო ეტაპებს გადის.

„ძალიან დაგვიანდა ინვენტარის მოტანა. ახლა წვრილმან რაღაცებს ველოდებით. არდადეგების მერე, ალბათ, 98%-ით უნდა გაიხსნას.“
- თქვა ქარამოვმა.

ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წესით 2022 წლის 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა
ტენდერის პირველმა პრეტენდენტმა ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიენიჭა და ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან გაფორმდა.

N1 საბავშვო ბაღის ავეჯის შესყიდვისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას 109 717 ლარის ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. გაერთიანებამ პირველ სექტემბერს დამატებით კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა. რომლის მიხედვით, 48 180 ლარი გადაიხადა მარნეულის N1 და სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღებისთვის ქსოვილის ნივთების შესყიდვაში. ხოლო მარნეულის N1 და სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღებისთვის სამზარეულოს ინვენტარის შესყიდვისთვის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 30`050 ლარი გადაიხადა.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები