პაპი ფრანცისკეს განცხადებით, მისი წინამორბედი, ყოფილი პაპი, ბენედიქტ XVI „ძალიან ავადაა“
პაპი ფრანცისკეს განცხადებით, მისი წინამორბედი, ყოფილი პაპი, ბენედიქტ XVI „ძალიან ავადაა“.

მედიის ცნობით, პონტიფიკოსმა გენერალური აუდიენციის დასასრულს, მორწმუნეებს კათოლიკური ეკლესიის ყოფილი მეთაურისთვის ლოცვა სთხოვა.

„მსურს თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ ემერიტუსი პაპი ბენედიქტესთვის განსაკუთრებული ლოცვა აღავლინოთ“,
- მოუწოდა პაპმა მრევლს.

ემერიტუსი პაპი ბენედიქტე XVI 95 წლისაა. ის
2013 წელს გადადგა, რაც უკანასკნელი 600 წლის განმავლობაში პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც პონტიფიკოსმა ტახტი დატოვა.

როგორც დასავლური მედია წერს, ყოფილი პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვატიკანი, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები