მედია - ოკუპირებულ ყირიმში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა
სიმფეროპოლთან ახლოს მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ინციდენტი დილით, 7:45 საათზე მოხდა. მარცვლეულით დატვირთული ხუთი ვაგონი სადგურებს პოხტოვოესა და ჩისტენკოეს შორის მონაკვეთზე რელსებიდან
გადავიდა. მიზეზები დგინდება“,
- განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.

მისივე განცხადებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის გამო, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლს შორის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები