ილჰამ ალიევი - თუ სომხეთი ნამდვილად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობის დამყარებით, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღი უნდა დატოვონ
აზერბაიჯანმა, კონფლიქტის დასრულებიდან მოკლე ხანში წარადგინა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ხუთი ძირითადი პრინციპი, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს უნდა ეღიარებინა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კვლავ რჩება სომხური შეიარაღებული ძალების ნარჩენები იქ, სადაც რუსი სამშვიდობოები დროებით არიან განლაგებული. თუ სომხეთი ნამდვილად არის
დაინტერესებული რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მიღწევით, მაშინ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მთლიანად უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონი. უნდა განხორციელდეს სომხური სამხედრო და გასამხედროებული ელემენტების განიარაღება და დემობილიზება“,
- აღნიშნა ალიევმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები