იმედი მაქვს, რომ ძალიან ეფექტური და გადამწყვეტი სამიტი გვექნება, -
ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა,
ანჯეი დუდამ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს
განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა
განსახილველი. იმედი მაქვს, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს
ნატო-სთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისთვის. რადგან
მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ფლანგი ჩემთვის
განსაკუთრებით საინტერესოა“, - აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა
უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების
პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დაადგინონ.
„ჩემი გზავნილია : უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების
პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დავადგინოთ“, - აღნიშნა
დუდამ.