ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბოლო 15 წლის
განმავლობაში პირველად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა და
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ინფორმაციას Times of
Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება.
25
ივლისს კი ერდოღანი პალესტინის, პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს
უმასპინძლებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ბოლოს 2008 წელს იმყოფებოდა, როცა
ქვეყანას მაშინდელი პრემიერი, ეჰუდ ოლმერტის ეწვია, თუმცა შარშან
თურქთში პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ჩავიდა.