რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების
ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც კურსკს უახლოვდებოდა,
- ინფორმაციას რუსული მედია კურსკის ოლქის გუბერნატორზე,
რომან
სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე, საჰაერო თავდაცვის
ძალებმა კურსკისკენ მიმავალი ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი
ჩამოაგდეს", - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამზე".
რომან სტაროვოიტი სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ
ავრცელებს.