აზერბაიჯანი თურქეთთან ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებს. ამის
შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100
წლისთავისთვის მიძღვნილ ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედრო
მოსამსახურეები და ავიაცია უკვე ჩავიდა აზერბაიჯანში.
“უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარება 23-25
ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, მათ შორის ქალაქ ბაქოს,
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და გათავისუფლებული
ტერიტორიების ჩათვლით”, - ნათქვამია აზერბაიჯანის
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.