ამერიკელმა სამხედრომ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა
ადგილობრივი პოლიციის განყოფილების თქმით, კვირას შუადღით ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ ამერიკის საჰაერო ძალების სამხედრომ თავი დაიწვა. აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა იმავე დღეს დაადასტურა, რომ ეს პირი აქტიური სამხედრო მოსამსახურე იყო.

თავის დაწვის აქტი კაცმა პირდაპირ ეთერში პლატფორმა Twitch-ზე გადაიღო, რითაც მან ღაზაში ისრაელის მიმდინარე ომთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა.

"მე გენოციდის თანამონაწილე აღარ ვიქნები". - ამბობს იგი ვიდეოში და ამატებს, რომ "პროტესტის ყველაზე რადიკალურ ფორმას მიმართავს". ვიდეოში იგი საელჩოს წინ დებს ტელეფონს, თავზე სითხეს ისხამს და ცეცხლს იკიდებს, რის შემდეგაც სლოგანს "თავისუფლება პალესტინას" ყვირის.

ცეცხლის ჩაქრობა აშშ-ს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა მალევე დაიწყეს, რის შემდეგაც ხსენებული პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით აშშ-ში ისრაელის საელჩომ განცხადებაში თქვა, რომ მომხდარის გამო საელჩოს პერსონალიდან არავინ დაშავებულა.

პოლიციის განყოფილებამ X-ზე ასევე განაცხადა, რომ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო მანქანის გამოსაძიებლად, რომელიცშესაძლოა აღნიშნულ ინდივიდთან ყოფილიყო დაკავშირებული, გამნაღმველი ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ მანქანაში სახიფათო მასალები არ ყოფილა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები