უკრაინა ერთ დღეში მეორე „სუ-34“-ის ჩამოგდებაზე აცხადებს
უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი, გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“. დღეს ეს უკვე მეორე ჩამოგდებული თვითმფრინავია.

თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლეშჩუკი იტყობინება.

„დაახლოებით 14:00 საათზე ვიმუშავეთ მორიგ “სუ-34”-ზე. მუშაობას ვაგრძელებთ… გამარჯვებამდე!“, – ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.

ბოლო დღეებში უკრაინა აქტიურად იტყობინება რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები