ევროკავშირში ერთჯერადი ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება აიკრძალება
ევროკავშირი კრძალავს საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ერთჯერადი შეფუთვების გამოყენებას. საქმე ეხება ხილისა და ბოსტნეულის, სწრაფი კვების ობიექტებისა თუ სასტუმროს ნომრებში ჰიგიენური საშუალებების მინი შეფუთვებს, ასევე პლასტიკის საკვებ კონტეინერებს. ახალი რეგულაციის მიზანი, რომელიც 2030 წლიდან სრულად ამოქმედდება, ნარჩენების შემცირებაა.

POLITICO-ს ინფორმაციით, აკრძალვის შემდეგ ბიზნესები ვალდებული იქნებიან, საკვებისა თუ სხვა პროდუქტების წამოსაღებად მომხმარებლებს საკუთარი, მრავალჯერადი კონტეინერების გამოყენების საშუალება მისცენ.

„ეს ნამდვილად არის ისტორიული შეთანხმება. ჩვენ ვთხოვთ წევრ ქვეყნებსა და ინდუსტრიის ყველა სექტორს, გაიღონ შესაბამისი ძალისხმევა. გარდა ამისა, მოვუწოდებთ მომხმარებლებს, შეასრულონ თავისი როლი ნარჩენებთან ბრძოლაში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ფრედერიკ რაისმა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში ევროკავშირში ნარჩენების რეკორდული ზრდის ტენდენციაა: 2021 წელს ერთ ადამიანზე 188.7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა. ეს თითქმის 10.8-ჯერ მაღალი მაჩვენებელია 2020 წელთან შედარებით.

იდეის ავტორების მიზანია, 2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ყველა მსგავსი შეფუთვა გადამუშავებული იყოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები