გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტებისა და Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები გაიფიცნენ.

Deutsche Bahn-ის მატარებლების მემანქანეებმა გაფიცვა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყეს და 35 საათის განმავლობაში გაგრძელდება. გაფიცვის უკან მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი GDL დგას.

ფრანკფურტისა და ჰამბურგის აეროპორტებში დაცვის სამსახურის გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. აეროპორტების ასოციაცია ADV-ს ცნობით, გაფიცვა გავლენას მოახდენს 250 000-ზე მეტი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე.

მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები