ილჰამ ალიევი - საფრანგეთი ცდილობს აზერბაიჯანის დასჯას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის
საფრანგეთი ცდილობს აზერბაიჯანის დასჯას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს ფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის პოზიცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას.

ალიევმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობის პასუხი ყარაბაღის მეორე ომსა და ანტიტერორისტულ ოპერაციაზე სრულიად არაადეკვატური იყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საფრანგეთის ქალაქ ევიანში აზერბაიჯანელი პოეტი ქალის, ნატავანის ძეგლის დაზიანებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ყველა მოთხოვნა საფრანგეთის ხელისუფლებისადმი ჩვენი საელჩოსა და სხვა არხებით, ისევე როგორც ევიანის მერიის მიმართ, შეეჩერებინათ ვანდალიზმი ნატავანის ძეგლის წინააღმდეგ, უპასუხოდ დარჩა. შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო ძეგლის აღების ნებართვის მოპოვების დაჟინებული მოთხოვნა, რადგან ეს ჩვენთვის შეურაცხყოფა იყო. ეს იყო დამცირება. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, რომელიც აცხადებს, რომ არის „მორალური ლიდერი“, ასეთი რამ ხშირ შემთხვევაში მიუღებელია. გავიდა კიდევ რამდენიმე თვე, ვიდრე ძეგლი ევიანიდან გადმოვიტანეთ და პარიზში, აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის ბაღში ჩავიტანეთ, სადაც ის დღემდე დგას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები