თურქეთის სპეცსამსახურებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს
თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციები თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეგიონული პოლიციის დეპარტამენტები და კოორდინაციას უწევდნენ პროკურატურა, გენერალური უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი და ანტიტერორისტული დეპარტამენტი.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი – ათი ადამიანი ანკარის პროვინციაში დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ოპერაციების დროს ამოღებულია დიდი რაოდენობით ორგანიზაციული დოკუმენტაცია და ციფრული მასალა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები