პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
პოლონეთში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხის დაცემის შედეგად, ქალაქ რაბკა-ზდრუიში, სამი ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი და ქალაქ ზაკოპანეში, ორი ადამიანი, მათ შორის, ცხრა წლის ბავშვი გარდაიცვალა.

სამხრეთ პოლონეთში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობებს სახურავები გადახადა.

უამინდობის გამო პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლები არ დაეტოვებინათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები