ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე პასუხი აშშ-მაც უნდა აგოს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, მაგრამ აცხადებს, რომ თავდახსხმაზე ასევე პასუხისმგებელია შეერთებული შტატებიც, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს.

ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის განსახილველად შვეიცარიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა, იმის გათვალისწინებით, რომ ირანში აშშ-ის ინტერესებს შვეიცარია წარმოადგენს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდასხმაში აშშ-ის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას.

„ამერიკის ადმინისტრაციას, როგორც სიონისტური რეჟიმის მხარდამჭერს, მნიშვნელოვანი გზავნილი გადაეცა. შეერთებულმა შტატებმა პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 მისი წევრი დაიღუპა, მათ შორის მეთაური, გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები