თათრეთში დრონმა იერიში მიიტანა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, შაჰედებს აწარმოებდნენ
თათრეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ. მათი ცნობით, დრონებმა იერიში მიიტანეს ქალაქ იელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებზე.

მედია Inkazan-ის ცნობიღთ, აფეთქებების ხმა გაისმა "ალაბუღის" განსაკუთრებული ეკონიმიკური ზონის ტერიტორიაზე. თათრეთის ადგილობრივ ხელისუფლებაში რუსულ მედიასთან ირწმუნებიან, რომ სერიოზული დაზიანება არაა და არ შეჩერებულა საწარმოს მუშაობის პროცესი. იელაბუგში არიან დაშავებულები.

წარსულში გავრცელდა ცნობები, რომ იელაბუგაში მიმდინარეობდა ირანული შაჰედის ტიპის დრონების წარმოება.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები