მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას შშმ პირებისადმი ერთიანი მიდგომა - აქტუალური თემა
17:43 / 25.11.2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ეტაპზე
მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების
შემუშავებაზე.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 22 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის
მასშტაბით შშმ პირებს დაურიგა სამგზავრო ბარათები, რომლის მიხედვითაც
მუნიციპალური საჯარო ტრანსპორტით ისინი უფასოდ იმგზავრებენ. რადიო
„მარნეულს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მერია ახალ
მუშაობს ახალ პროგრამაზე შშმ პირთა მიმართულებით და ამის გამო ისინი
ვერ აკეთებენ განცხადებას, თუ რა სერვისების მიღება შეუძლიათ შშმ
პირებს მერიაში.
გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრებთან პლატფორმა „სალამის“ წევრ
აიჰან ჰასანლისთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქვემო ქართლის ოფისის მთავარ
სპეციალისტ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ქვემო
ქართლში ირმა მჭედლიძესთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევების
წინაშე დგანან შშმ პირები და რა ევალება ადგილობრვ
თვითმმართველობას.