საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად- სამირა ბაირამოვა
საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.

მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტაყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურალური წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.

აქედან გამომდინარე, რომ ნოვრუზ ბაირამის ეთნიზირება არ შეესაბამება სიმართლეს, ეს დღესასწაული XII საუკუნიდან აღინიშნება როგორც სახალხო დღესასწაული. ამის საუკეთესო მაგალითია მრავალი წლის განმავლობაში მარნეულში განხორციელებულიდღესასწაულია და მისი მრავალფეროვნება. მიზანია ეს მრავალფეროვნება აისახოს კანონში და ეროვნულ დონეზე. სრულიად არასწორია საკითხის ეთნიკური გადმოსახედიდან მიდგომა და მას დისკრიმინაციული უწოდებენ. გუშინდელმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად შორს არიან ეთნიკური ჯგუფები მთავარი ეროვნული პლატფორმიდან და არც უფრო ახლოსაა საერთო სახელმწიფოებრიობის პრიზმასთან. საკითხს უნდა განიხილებოდეს საქართველოს მოქალაქეობისა და ერთიანობის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამოცდილებაში მსგავსი კულთურა ასახულია ენით, რელიგიით,სამოქალაქო რევოლუციით
ენაც კულტურის ნაწილია!

ავტორი: სამირა ბაირამოვა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები