სიახლე
გუბერნიის მიერ გამოქვეყნებული ქვემო ქართლის საიმიჯო ვიდეორგოლი მოსახლეობის ნაწილისათვის მიუღებელია
ქვემო ქართლის გუბერნიის მიერ გამოქვეყნებულ საიმიჯო ვიდეოში, სადაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ასახული, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებმა საკუთარი თავი ვერ დაინახეს.

ერთ წუთ და 38 წამანი ვიდეო გუბერნიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ქვემო ქართლის მხარე“, 5 ივლისს გამოქვეყნდა. მასში ასახულია ქვემო ქართლის ყველა რეგიონი, მართლმადიდებლური ტაძრებით, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლებით და ქვემო ქართლის სხვა ღირშესანიშნაობებით.

გუბერნიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მოსახლეობის ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მასში რეგიონის ეთნიკური მრავალფეროვნება ასახული არ არის. საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა ვიდეოს კომენტარებსა და გაზიარებებში საკუთარი პროტესტი გამოხატეს.

რაშან ზიადალიევი ერთ-ერთი მარნეულელია, რომელმაც საიმიჯო რგოლის მიმართ პროტეტსტი გამოთქვა და ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ვიდეო დისკრიმინაციული ხასიათისაა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელების კომენტარებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, ადამიანებს, რომლებიც ქვემო ქართლში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ კვლავ სტუმრებად აღიქვავენ.

გუბერნიის ფეისბუქ გვერდის ადინისტრატორმა სამთავრობო უწყების გვერდზე დაწერილი კომენტარები, რომელებიც შესაძლოა ეთნიკური ნიშნით შუღლის გაღვივებას უწყობდეს ხელს არ წაშალა, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მიმართა, რომ საიმიჯო რგოლები დამზადდება მომავალშიც რომლებიც უფრო მეტად მრავალფეროვანი იქნება.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან გოგოლაძემ გვითხრა, აღნიშნული ვიდეო მთელს რეგიონს ნამდვილად არ ასახავს.

რუსუდან გოგოლაძემ ასევე თქვა, რომ ამდაგვარი საიმიჯო რგოლების გადაღება მომავალშიც იგეგმება, რომელშიც რეგიონის მრავალფეროვნება სრულად იქნება წარმოდგენილი.

EMC თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს პრობლემატურად აფასებს, რადგან ის არ წარმოაჩენს ქვემო ქართლის კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას.

თამთა მიქელაძის თქმით, ადმინისტრაციის განმარტება, რომ ვიდეო მხოლოდ მცირე კოლაჟს წარმოადგენდა და მომავალში სხვა საიმიჯო რგოლებიც გამოქვეყნდება, ასევე პრობლემურია, რადგან მსგავსი ტიპის მასალების მომზადება წინასწარ უნდა დაიგემოს და სახელმწიფო ვალდებულია წარმოაჩინოს კულტულური მრავალფეროვნება. EMC თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ასევე ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ გუბერნიამ სხვა ტიპის ვიდეოების გადაღებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო რაც აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით კრიტიკა გაჩნდა.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

სმიტების ოჯახის ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. ამის შესახებ
ინფორმაციას „რუსთავი ორი“ ავრცელებს. დასკვნა მათ ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროდან მოიპოვეს.
21:59 / 21.07.2018

სმიტების ოჯახის ექსპერტიზის პასუხები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი ორი“ ავრცელებს. დასკვნა მათ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოიპოვეს.

უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელებით
კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში რეგულარულად დავდივარ და
ადგილობრივი მოსახლეობის პროლემებს ვეცნობი
00:01 / 21.07.2018

უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში რეგულარულად დავდივარ და ადგილობრივი მოსახლეობის პროლემებს ვეცნობი

უკვე მესამე წელია, რაც მარნეულში “ქალთა ოთახი” ფუნქციონირებს.
“ქალთა ოთახი” მუნიციპალური სერვისია, რომლის მთავარი მიზანიც
თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა
მონაწილეობის წახალისებაა
23:50 / 20.07.2018

უკვე მესამე წელია, რაც მარნეულში “ქალთა ოთახი” ფუნქციონირებს. “ქალთა ოთახი” მუნიციპალური სერვისია, რომლის მთავარი მიზანიც თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის წახალისებაა
ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ
კობაურის დაკითხვა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ამ ეტაპზე
დასრულდა.
21:19 / 20.07.2018
ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაკითხვა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ამ ეტაპზე დასრულდა.

პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები