მარნეულში 30 წლამდე კაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
15 ოქტომბერს, საღამოს საათებში მარნეულში, მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მატარებელმა კაცი გაიტანა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, 30 წლამდე კაცი რელსებზე იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი ხმოვანი სიგნალით დიდხანს ცდილობდა კაცის გაფრთხილებას ის რელსებიდან არ გადასულა. თვითმიხილველების თქმით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. დარტყვა ისეთი ძლიერი აღმჩნდა, რომ კაცი მეტრებზე გადაისროლა. მას სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები ჰქონდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება. ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზის რუსთავის განყოფილებაში გადაასვენებენ.

როგორც შსს-ში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლითაა დაწყებული, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები