მარნეულში ჯეოსელის ოფისი გატეხეს
მარნეულში  ჯეოსელის ოფისი გატეხეს რადიო "მარნულის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს საღამოს საათეებში მოხდა. ამ წუთებში ადგილზე მობილზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  არსებული ინფორმაციით, ოფისიდან წაღებულია ტელეფონები. 

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობაც.
Print