სკოლის გაქურდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მარნეულის N8 საჯარო სკოლის გაქურდვის ფაქტზე, 4 პირი: 2001 წელს დაბადებული რ.მ., 2001 წელს დაბადებული ე.ჰ., 2002 წელს დაბადებული ს.ქ. და 1994 წელს დაბადებული რ.ა. ამხილეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას შნაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ. 

3 ნოემბერს მარნეულის N8 საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტიდან, სადაც ამჟამად N1 საჯარო სკოლა გადის სასწავლო პროცესს სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს.  ტექნიკა N1 საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტიდან წაიღეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

ამავე თემაზე:

სკოლიდან მოპარული ნივთების ნაწილი სკოლაშივე იპოვეს

მარნეულში სკოლა გაქურდეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები