სოფელ საიმერლოში მატარებლის დაჯახების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, ლიანდაგზე გადასვლის დროს,  მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, სადაც 2 ადამიანი იმყოფებოდა.
რადიო მარნეულის ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მატარებელმა გამაფრთხილებელი სიგნალიც გამოიყენა, თუმცა გაჩერება ვერ მოახერხა და მანქანა შორ მანძილზე გადაიტანა.

როგორც რადიო "მანრეულს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რადიო "მარნეული"




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები