„მნიშვნელოვანია სიძულვილის ენასთან ბრძოლაში ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების როლი“
„დისკრიმინაცია და არა სიძულვილის ენას“ - ამ თემაზე დღეს, 14 დეკემბერს, მარნეულში შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით და სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის ორგანიზებით.
როგორც ჩვენთან სუბარში სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელი მარიამ გვიდიანი განმარტავს, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების გაზრდა მოსახლეობაში.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. რადგან სახალხო დამცველის შეფასებითაც დისკრიმინაცია და დისკრიმინაციული მოტვიც, ჩადენილი დანაშაული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ქალები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დღევანდლი სესიაც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“- ამბობს მარიამ გვიდიანი

„მნიშვნელოვანია სიძულვილის ენასთან ბრძოლაში ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების როლი“ - ამბობს ნინო გობრონიძე ევროპის საბჭოს ოფისის საქართველოში პროექტის უფროსი ოფიცერი. ამბობს, რომ შეხვედრა მიზნად ისახავს დისკრიმინაციასთან, სიძულვილის ენასთან და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლას.

„ჩვენი მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიურად არიან ჩართულები შეხვედრის მიმდინარეობისას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს საკითხი, ანუ სიძულვილის ენა არის პრობლემატული საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე თუ როგორ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ენას“


დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები