მარნეულის მერია 400 000 ლარს გზების მოვლა-შენახვაში დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის მერიამ 400 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპაიამ უნდა შეასრულოს ისეთი სამუშაოები, როგორიცაა გზებზე მიწის ვაკისის მოვლა-შენახვა, სავალი ნაწილის მოვლა-შენახვა, გზებზე მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვა, გზისპირა ნარგავების მოვლა-შენახვა, ზამთრის პერიოდში გზების შენახვა და მარნულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღალაშვილის ხიდის მოვლა-შენახვა.

სამუშაოები 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა იქნეს შესრულებული, მერიის მიერ წერილობითი დავალების საფუძველზე.

ტენდერი მარნეულის მერიამ 17 იანვარს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს, სატენდერო წინადადებების წარდგენა 27 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

აღნიშნული ტენდერი მარნეულის მერიამ მეორედ გამოაცხადა. პირველად ტენდერი 2018 წლის დეკემბერში გამოაცხადეს და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შ.პ.ს „ამირანმა“ მიიღო. კომპანია სამუშაოების შესრულებას 388 995 ათას ლარად გეგმავდა მაგრამ, მერიამ მას ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

აღნიშნული სახის ტენდერი მუნიციპალიტეტს 2018 წლისათვისაც ჰქონდა გამოცხადებული და მასში სწორედ შ.პ.ს „ამირანმა“ გაიმარჯვა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები