რატომ გვიჭირს ქართული ენის შესწავლა - აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მოსაზრებები

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ქართული ენის შესწავლისას სხვადასხვა პრობლემებს აწყდებიან.

ენის შესწავლის ძირითადი პრობლემები სკოლებში ქართული ენის სწავლების დაბალ დონესა და ახალგაზრდების ქართულენოვანი გარემოსაგან შორს ყოფნას უკავშირდება.

სადახლოს მეორე საშუალო სკოლის მოსწავლე აიდან შარიფოვა ამბობს, რომ ქართული ენის შესწავლად მნიშვნელოვანია სისტემატიურად იყოს შესაძლებელი კომუნიკაციის დამყარება ქართულ ენაზე.

„ჩემი აზრით შესწავლის მეთოდი არასწორია, ამავდროულად მასწავლებლებიც სერიოზულად არ ეკიდებიან საქმეს. შედეგად კი მოსწავლეებში იმჩნევა გულგრილობა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთში საგაკვეთილო პროცესის დროს ქართულად უნდა ილაპარაკონ. ქართული ენის შესწავლის ძირითადი გზა ისაა, რომ ყოველდღე ქართულენოვან ადამიანებთან კომუნიკაცია უნდა გქონდეს და ამ ენაზე ფილმს, მულტფილმს უნდა უყურო. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ 12 წელია რაც ეს საგანი ისწავლება სკოლაში 1 წლის მოსამზადებელ პერიოტში გვიწევს ამ ენის შესწავლა“. - აცხადებს აიდან შარიფოვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გიუნელ ჯალილოვა ამბობს, რომ ქართული ენა ცხოვრების ნაწილად უნდა ვაქციოთ.

„ეთნიკურად აზერბიაჯნალებს ქართულის სწავლა იმიტომ უჭირთ, რომ გარშემო მყოფები აზერბაიჯანლები არიან და ამიტომ დღის უმეტეს ნაწილში აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობენ. რაც ისწავლეს იმასაც ხშირად არ იყენებენ და ავიწყდებათ. ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანლების უმეტესობა აზერბაიჯანულენოვან სექტორებში რომ სწავლობენ უჭორთ ქართულის შესწავლა. უნივერსიტეტში 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ქართულ წიგნებს კი არა, გრამატიკასაც ვსწავლობთ. რასაც ვსწავლობთ იმას პრაქტიკაშიც ვიყენებთ, გაკვეთილის დროს მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ, აზერბიჯანულ ენაზე სიტყვებს არ ვიყენებთ, ჩემი აზრით ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან უნდა დავამყაროთ კონტაქტი და ბევრი უნდა ვიმეცადინოთ. ერთი სიტყვით, ეს ენა ჩვენი ცხოვრების ნაწილად უნდა გადავაქციოთ“ - აცხადებს გიუნელ ჯალილოვა

აღსანიშნავია, რომ 1+4 პროგრამის მეშვეობით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს პირველი წლის განმავლობაში ქართული ენის შესწავლა შეუძლიათ, რის შემდეგაც მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ სწავლას. პროგრამა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უკვე 12 წელია მოქმედებს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები