მარნეულის მერია 6 800 ლარიან დროშას შულავერში აღმართავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 6 800 ლარად დროშა სოფელ შულავერში აღსამართად იყიდა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ დროშა სოფელ შულავერში ახლადმოწყობილ სადროშეზე აღიმართება.

„მოგახსენებთ, ყოველწლიურად მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობა ახორციელებს შემხვედრი ორგანიზაციული ადმინისტრაციული აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ხასიათის და პარამეტრების მქონე დროშების შესყიდვას რისთვისაც მიმდინარე წლის საჭიროებები ჩვენს მიერ დაწყებულია შესაბამისი საბაზვრისკვლევო პროცესი, რითაც საშესყიდვო საშუალების ზღვრული განაკვეთის ზედა ჭერი არ სცდება მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დაგენილი გამარტივებული შესყიდვის საშუალებისთვის დაწესებულიმონეტარულ ზღვრებს აქედან გამომდინარე გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება“. - აღნიშნულია გამატივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ 10 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის დროშა ინდივიდუალურ მეწარმე აკრამ გახრამანოვისაგან, 3 აპრილს, 6 800 ლარად შეიძინა. მერიამ გახრამანოვისაგან ასევე შეიძინა ერთი ცალი, 4 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის, დროშა როემლშიც 1 270 ლარი გადაიხადა. 60 ცალი 100/150 სანტიმეტრიანი დროშა კი თვითმმართველობამ 780 ლარად შეიძინა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები