მარნეულის მერიამ იფთარის სუფრა 22 850 ლარად გაშალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამაზანის თვესთან დაკავშირებით იფთარის სუფრა 3 აპრილს გაშალა, ხოლო გამარტივებული შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე 16 აპრილს გამოაქვეყნა.

მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ იფთარის სუფრის გაშლა ინდივიდუალურ მეწარმე ელჩინ ალიევს დაავალა.

„მოგახსენებთ, რომ რამაზანის მარხვა მნიშვნელოვანია ყოველი მუსლიმისთვის. ამა წლის 03 აპრილს, ტრადიციულად გაიმართება იფთარის სუფრა, რომელსაც დაესწრება 340-350 მოწვეული სტუმარი.
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, რათა განახორციელოს ვახშამის ორგანიზების მომსახურეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები“
. - მარნეულის მერს იფთარის სურფრის გაშლის თხოვნით ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა ელჩინ ჯაფარლიმ მიმართა.

მარნეულის მერის ბრძანების მიხედვით, იფთარის სუფრა 340-350 ადამიანისათვის გაიშალა. ინდივიდუალურ მეწარმე ელჩინ ალიევთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მარნეულის მერიამ სტუმრების გამასპინძლებისათვის 22 850 ლარი დახარჯა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, ვახშამზე, მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და მეზობელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მორწმუნეებს უმასპინძლა“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

მარნეულის მერიამ იფთარის სუფრა 2023 წელსაც გაშალა. გასულ წელს მერიამ სუფრა, გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 280-290 ადამიანზე გაშალა, რაშიც 18 195 ლარი გადაიხადა.

2023 წელს იფთარის სუფრას არც ერთი ქალი არ ესწრებოდა, ხოლო წელს, მერიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ იფთარის სუფრას შეუერთდნენ მარნეულის საკრებულოს წევრი და აპარატში დასაქმებული ქალები.

ფოტო: მარნეულის მერია
რადიო „მარნეული“

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები