მარნეულში სამამულო ომის არცერთი ვეტერანი აღარ დარჩა
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა. მარნეულს სამამულო ომის არცერთი ვეტერანი აღარ ჰყავს. 2022 წელს მხოლოდ ორი ვეტერანი, 98 წლის ჰუსეინ ვალიევი და 96 წლის ზიატხან კირიაკოვი იყო ცოცხალი, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრიმა თვითმმართველობა 9 მაისის აღსანიშნავად ყვავილების თაიგული და მიხაკები შეიძნია.

“ეს ომი კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც
ყველაზე სისხლისმღვრელი და გამანადგურებელი მოვლენა. საქართველოდან წასული, ათიათასობით მეომარი ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე. მებრძოლთაგან ბევრი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო დაბრუნებულთაგან უმეტესობა ჩვენს გვერდით აღარაა. მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი „კიდევაც დაიზრდებიან“ შევამკოთ ცოცხალი ყვავილების გვირგვინით და ცოცხალი ყვავილებით (20 ცალი მიხაკი)“.  -
წერია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები