მერიამ პირველ ივლისს 6 500 ლარიანი სუფრა გაშალა - უცნობია ვისთვის და რა მიზნით
მარნეულის მერია რადიო „მარნეულს“ ოფიციალური წერილით მიმართვას სთხოვს იმის გასაგებად, თუ ვისთვის გაშალა სუფრა ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1 ივლისს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ პიურველ ივლისს გამარტვიებული შესყიდვა გააფორმა ინდივიდუალურ მეწარმე ტოფიკ ფატდახოვთან. ფატდახოვთან გაფორმებული შესყიდვის მიხედვით, მერიამ რესტორან „მარანი“-ს სტუმრების გამასპინძლებისათვის 6 500 ლარი გადაუხადა.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 01 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახელმწიფო
სტრუქტურული ერთეულებიდან. გამომდინარე აქედან, გვესაჭიროება აღნიშნული სტუმრების სადილით გამასპინძლება“
. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

გამარტივებულ შესყიდვაში არაა განმარტებული თუ რომელი სახელმწიფო სტურქტურების წარმომადგენლები და რა მიზნით იმყოფებოდნენ მარნეულში. რადიო „მარნეული“ ორი დღის განამვლობაში ცდილობდა გაერკვია თუ ვის და რა მიზნით გაუმასპინძლდა მარნეულის მერია. დღეს, 11 ივლისს რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ კითხვებზე პასუხის გასაცემად წერილობითი მიმართვა სთხოვა.

სავარაუდოდ 10 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, თუ ვის და რატომ გაუმასპინძლდა მარნეულის მერია 6 500 ლარად.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები