ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 38,8%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ
15:00 საათისთვის 38,8% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 363 493
ამომრჩევლია
.
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვისაც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იყო. 28 ოქტომბერს ამომრჩეველთა
აქტივობა დღის 03:00 საათისთვის 30,98%-ს შეადგენდა.
ამ დროისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია ამბროლაურში –
50,1%, ხოლო ყველაზე დაბალი – 30,3% – წალკაში.