ორი მეწარმე ჩინურ ტელეფონებს ნოკიას ნიშნით ჰყიდდა – საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორი მეწარმე ჩინური წარმოების იაფფასიან მობილურ ტელეფონებს “ნოკიას” სასაქონლო ნიშნით ყიდდა.

უწყების ცნონით, ამოღებულია “ნოკიას” სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები