საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორი
მეწარმე ჩინური წარმოების
იაფფასიან მობილურ ტელეფონებს “ნოკიას” სასაქონლო ნიშნით ყიდდა.
უწყების ცნონით, ამოღებულია “ნოკიას” სასაქონლო ნიშნით უკანონოდ
ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში,
სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე
ვადით.