ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს საკუთრებაში მხოლოდ მანქანა აქვს
ქვემო ქართლის გუბერნატორის-რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალს უძრავი ქონება არ გააჩნია.

როგორც 2018 წლის 30 ივლისს გამოქვეყნებულ ზაურ დარგალის ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, მას მხოლოდ 60 000 ლარად შეძენილი Meredes-Benz-ის ფირმის ავტომანქანა ყავს, რომელიც 2017 წელს იყიდა.

„თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე დარგალს 3 251,04 ლარი აქვს. მის დეკლარაციაში, მარნეულელი დეპუტატებისაგან განსხვავებით, ნაღდი ფულადი თანხა ასახული არ არის.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები