2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების
ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი,
(342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 %-ით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია
2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი
გზავნილების 92.9% იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც
ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს
გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი
გზავნილების 93.0% მოდიოდა.
მათივე ცნობით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ
19.2 მლნ აშშ დოლარი (50.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.0 მლნ
აშშ დოლარისა (46.8 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.