საარსებო მინიმუმი შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის საარსებო მინიმუმის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. მათი მონაცემების თანახმად სექტემბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285.4 ლარს შეადგენდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2 ლარითა 20 თეთრით ნაკლებია. ეს არის 2018 წელს დაფიქსირებული ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი მაისში იყო და მან 298.2 ლარს მიაღწია.

საქსტატის მონაცემების თანახმად, საშუალო მომხმარებლოს საარსებო მინიმუმი სექტემბერში 150 ლარსა და 70 თეთრს შეადგენდა. აგვისტოს მაჩვენებელი 151 ლარი და 80 თეთი იყო. საშუალო მომხმარებლოს საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა მაისში დაფიქსირდა და მან 157.5 ლარს მიაღწია.

საარსებო მინიმუმი ხუთსულიანი ოჯახისათვის 339 ლარი და 10 თეთრი იყო, რაც ადამიანზე 67 ლარსა და 82 თეთრს გულისხმობს. ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 400 ლარსა და 90 თეთრს გაუტოლდა და ექვსსულიანი ოჯახის შემთხვევაში თითოეულ პირზე 66 ლარსა და 81 თეთრს შეადგენდა.

წყარო: BM
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები