შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
11:40 / 19.11.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს
დაბადებული გ.გ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის
გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.