ხობის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანია. "სავარაუდოდ სახლში არავინ იმყოფებოდა, ხოლო როდესაც დაბრუნდნენ და აანთეს სინათლე, მოხდა აფეთქება. წინასწარი მონაცემებით, დამწვრია 150 კვადრატი. ცეცხლი ლოკალიზებულია", - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები