„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სხვადასხვა დანაშაულისთვის ბრალი ყოფილი ხელისუფლების 159 მაღალჩინოსანს წარედგინა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალი ყოფილი ხელისუფლების 159 მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. ყოფილი ხელისუფლების მსჯავრდებული ან ბრალდებული მაღალჩინოსნების სტატისტიკით „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა.

მთავარმა პროკურატურამ სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსნების იმ საქმეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელშიც ისინი მსჯავრდებულები ან ბრალდებულები არიან. მათ შორის არის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ა.შ. თანამდებობის პირებთან ერთად აღნიშნულ სიაში სხვადასხვა უწყების ის ყოფილი თანამშრომლები არიან, რომლებიც სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობისთვის იხდიან სასჯელს ან ბრალი წარედგინათ.

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი 4 საქმესთან დაკავშირებით წარედგინა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების გაფლანგვისა და ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვა გრძელდება, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემისა და გირგვლიანის ცემის საქმეებში ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამ საქმეებზე სააპელაციო სასამართლოში განხილვა გრძელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები