რუსთავში, ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო, ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს
რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ორი მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს. წუხელ, მე-19 მიკრორაიონიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ერთი მოზარდი გადაიყვანა. მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღეს ოჯახის ორმა წევრმა და სამმა მცირეწლოვანმა, რომელთაც დახმარება ადგილზე გაეწიათ.

წუხელვე, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, 7 წლის ბიჭი ინტოქსიკაციის ნიშნებით მე-20 მიკრორაიონიდან გადაიყვანეს.

როგორც ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლში გაჟონვის მიზეზი, გამათბობელი გახდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები