ვიდეო - პანიკა გლდანში - სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა სცადა
პანიკა გლდანში - გვიან ღამით მე-7 მიკრორაიონში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობამ სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახა, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა.

ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 7 წლამდე გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

„30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი,“- განაცხადა ერთ-ერთმა გოგონამ.

წყარო: rustavi2

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები