ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა
12:02 / 21.02.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი
ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში
მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის
ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ - თვისობრიობა
შეცვლილ ხორცპროდუქტებს (კოტლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ
შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს - მზა პროდუქტში დაბალი
იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე
ენერგეტიკული ღირებულება.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.