ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებისთვის 48 ათას ლარზე მეტი პირადად დახარჯა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უახლოესი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს მან ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად 48 ათას ლარზე მეტი პირადი ხარჯი გასწია. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ქველმოქმედებისთვის მან 55 275 ლარი გაიღო.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილის ამ ვიზიტებისთვის თანხმობას არ გასცემდა, რის გამოც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პირად ხარჯებს გამოიყენებდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდებობას, გასულ წელს აქედან მიღებულმა შემოსავალმა 84 220 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ანაბარზე 25 460 აშშ დოლარი აქვს განთავსებული, ხოლო société générale Paris ბანკის ანაბარზე 26 840 ევრო.

აღნიშნული ვიზიტების გამო „ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები და ვიზიტები უცხო, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები