ჯორჯიან ეარვეისი გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე
საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ,
პირდაპირ ფრენებს შეასრულებს.
ავიაკომპანია ფრენებს დორტმუნდში, ჰამბურგსა და დუსელდორფში
განახორციელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან
თბილისში 19 ივნისს)
- თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან
თბილისში 23 ივნისს)
- თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან
თბილისში 27 ივნისს)
აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვას ჯორჯიან ეარვეისი 1-ლი
აპრილიდან დაიწყებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს
თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი
პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.