მარნეულში საარსებო შემწეობას 3 745 ოჯახი იღებს - შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
მარნეულში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ, გასულ 10 წელთან შედარებით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, რომელიც 2023 წლის სტატისტიკას მოიცავს, მარნეულში საარსებო შემწეობას 3 745 ოჯახი იღებს.

აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებთა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწილურად იზრდება.
2012 წელი - 1 289 ოჯახი
2013 წელი - 1 133 ოჯახი
2014 წელი - 1205 ოჯახი
2015 წელი - 1 195 ოჯახი
2016 წელი - 1 908 ოჯახი
2017 წელი - 2 117 ოჯახი
2018 წელი - 2 199 ოჯახი
2019 წელი - 2 276 ოჯახი
2020 წელი - 2 900 ოჯახი
2021 წელი - 3 495 ოჯახი
2022 წელი - 3 690 ოჯახი

2022 წელთან შედარებით გაზრდილია გასულ წელს ასევე გაიზარდა სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა - 2022 წელს სოციალურ პაკეტს 3 320 ადამიანი იღებდა, 2023 წელს კი 3 452 ადამიანი.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები